ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება.
მცენარის ათობით ძირი ადგილზე "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა.
ფაქტთან დაკავშირებით "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.